საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა.

24 სექტემბერი 2015

დაგეგმილია მთელი რიგი საიუბილეო ღონისძიებები. ადვოკატთა ასოციაცია ელოდება დელეგაციებს ევროპისქვეყნებიდან და ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) დელეგაციას, პეზიდენტის, ქ-ნ მარია სლაზაკის ხელმძღვანელობით.

 ადვოკატთა ასოციაციას  არ გააჩნია  ფინანსური შესაძლებლობა  მოიწვიოს ადვოკატები საიუბილეო ვახშამზე.  იმისათვის,  რომ  არ გაჩნდეს კითხვები,    ადვოკატთა   ასოციაცია   ხელმძღვანელობს  ევროპაში  მიღებული პრაქტიკით  და საზეიმო ვახშამზე დასწრების სურვილის მქონე ადვოკატებისთვის გადასახადი  შეადგენს 150 ლარს.

ვისაც სურვილი გაქვთ დაესწროთ საიუბილეო ვახშამს, სადაც,  შესაძლებლობა გექნებათ  დაამყაროთ კონტაქტები ევროპელ კოლეგებთან,   გთხოვთ, 2015 წლის 10 ოქტომბრამდე,  დაუკავშირდეთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს -ეკა ხიმშიაშვილს.  ტელ:  2 18 34 86

საზეიმო ვახშამი გაიმართება 2015 წლის 7 ნოემბერს.

ვახშამს დაესწრებიან ქართველი ადვოკატები, ევროპელი და მეზობელი ქვეყნების დელეგაციები, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი